Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ჩაჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(საფორტეპიანო). 1960–1970წწ. იყო კამერულ–ვოკალური მუზიცირების ერთ–ერთი მოთავე საქართველოში; 1962-1977 წწ. და 1991 წლის იანვრიდან მუშაობდა პედაგოგად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საკონცერტმეისტერო ოსტატობის, კამერული სიმღერისა და კამერული ანსამბლის კლასები), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტმეისტერად; კონცერტებით გამოდიოდა და აკომპანემენტს უწევდა მ. ამირანაშვილს, ზ. სოტკილავას, ც. ტატიშვილს, ლ. ჭყონიას, ნ. ანდღულაძეს, მ. ქასრაშვილს; 1977 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა დიდ რუს მომღერლებთან – ე. ობრაზცოვასთან და ი. არხიპოვასთან; მონაწილეობდა(როგორც აკომპანიატორი) ვენიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო(ბარსელონა), მონრეალის, პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო(მოსკოვი) კონკურსებში; ლა-სკალას, ლიცეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მოღვაწეობდა; ის ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საზღვარგარეთის ქვეყნებში; 1977 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორის თანამდებობაზე, საკონცერტმეისტერო დახელოვნების და სოლო სიმღერის(კამერული სიმღერა) კათედრებზე; პიანისტი-კონცერტმაისტერი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 321; http://www.ghn.ge/ Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |