შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახლმწიფო კონსერვატორია 1945 წელს(ვიოლონჩელოს სპეციალობით). სწავლობდა თბილისში პროფესორ კ. მინიართან, შემდგომ, კი მოსკოვის კონსერვატორიაში; იყო პირველი ქართველი მუსიკოსი–ლაურეატი, ქართული საშემსრულებლო სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1950–1952წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1952 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1964–1971წწ. მივლინებული იყო ქ. კაიროს კონსერვატორიაში ეროვნული კადრების მოსამზადებლად (ჩელოს კლასი); იყო მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსების ლაურეატი (1935, 1937). აგრონომ-მეღვინის ირაკლი ჩიჯავაძის შვილი. მის პატივსაცემად ქ. კაიროს კონსერვატორიაში გაკრულია მემორიალური დაფა. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 322; მამულიშვილთა სავანე.-თბ., 1994.-გვ. 383 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |