Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ბუჩუკური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვეშეთი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომ-ზოოტექნიკოსის სპეციალობით 1930 წელს. 1932-1934წწ. მუშაობას იწყებს ბოგდანოვკის რაიონის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ თბილისში ტრესტის განყოფილების გამგედ; 1934-1938წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანიზაციის კათედრის ასისტენტი, 1938-1940წწ. დოცენტი და კათედრის გამგეა; 1940-1945წწ. კვლავ წარმოებაშია და მუშობს ხელმძღვანელ პასუხსაგებ თანამდებობებზე, ხოლო1945-1948წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია; 1949-1972წწ. ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე, 1972-1988წწ. ამავე კათედრის დოცენტი. არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის აქტუალურ საკითხებს, მეცხოველეობის დარგების ეკონომიკა-ორგანიზაციის საკითხებს, საქართველოს მომთაბარე მეცხვარეობის სრულყოფას, ჩრდილოეთ კავკასიის ზამთრის საძოვრების ეფექტურ გამოყენებას და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი(1949), ზოოტექნიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს მეცხოველეობის ეკონოკა-ორგანიზაციის საკითხები", დაიცვა 1946 წელს. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |