შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჭაბუკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1924 წელს. 1922–1924წწ. სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში, 1924 წელს ჩაირიცხა ამავე თეატრის დასში; 1926–1929წწ. ოსტატობას სრულყოფდა პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1929–1941წწ. იყო "მარიას" თეატრის სოლისტი, სადაც წამყვანი პარტიები შეასრულა ა. ბალანჩივაძის ბალეტ "მთების გულში"(1938), ა. კრეინის "ლაურენსიაში"(1939), მინკუსის "დონ კიხოტში", ადანის "ჟიზელში", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბაში"; 1941–1973წწ. მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად, 1968 წლამდე იყო ამ დასის მოცეკვავეც; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ა. ბალანჩივაძის "მთების გული"(1936), გ. კილაძის "სინათლე"(1947), დ. თორაძის "გორდა"(1949) და "მშვიდობისათვის"(1953), ა. მაჭავარიანის "ოტელო"(1957), ს. ცინცაძის "დემონი"(1961), ფ. ღლონტის "განთიადი"(1967) და მსოფლიო კლასიკური საბალეტო რეპერტუარის მრავალი ნიმუში; 1950–1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს; 1982 წლიდან იყო სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი, აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში; მისი მოსწავლე–სტუდენტები იყვნენ: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი; 1965–1973წწ. ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილებას; მან საკუთარი სცენარით დადგა კინოფილმები – "ქართული ბალეტის ოსტატები"(1955) და "ოტელო"(1961); გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ(აშშ, იტალია, ლათინური ამერიკა); სპექტაკლები დადგა საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე; საბალეტო ხელოვნებაში დაამკვიდრა მამაკაცური კლასიკური ცეკვის ჰეროიკული სტილი; მისი საცეკვაო და საბალეტმაისტერო მოღვაწეობა მთელი ეპოქაა ქართული ბალეტის ისტორიაში და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი; ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |