The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯორჯიკია

გიორგი ჯორჯიკია
Date of birth:12 June, 1914
Date of death:1990  (at 75 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს.

მუშობა დაიწყო საქართველოს განსახკომის ზოობიოლოგიურ საცდელ სადგურში; 1936-1938წწ. სწავლობს ზოოვეტინსტიტუტის ასპირანტურაში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრაზე, 1946 წლიდან ამავე კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე, 1948 წლიდან კათედრის გამგეა, ხოლო 1978-1990წწ. კათედრის დოცენტია, უკითხავდა ლექციებს ზოოტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს გენეტიკის და ცხოველთა მომშენებლობის საკითხებზე; 1951-1951წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სასწავლო-სამეცნიერო მუშობის დარგში; მისი მეცნიერული ნაშრომები ეძღვნება ადგილობრივი ხევსურული საქონლის შესწავლას, ცხოველთა გენეტიკის და სელექციის საკითხებს. არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გენეტიკისა და მომშენებლობის ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი აქვს გენეტიკის, მომშენებლობის და ევოლუციის მოძღვრების სამი სახელმძღვანელო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი(1948), ზოოტექნიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული მთის საქონლის ზრდისათვის", დაიცვა 1939 წელს.

 წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.176

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: