The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ერქომაიშვილი

სერგო ერქომაიშვილი
Date of birth:29 March, 1908
Date of death:15 October, 1982  (at 74 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის სპეციალობით 1929 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალურ ზოოტექნიკის სადგურში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1931-1937 წწ. სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშობას; 1937-1976  წწ. საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების კათედრის გამგეა. მისი გამოკვლევები ეხება სარეწაო ცხოველების კვების მეთოდების შემუშვებას, აზოტნაერთებით საკვების გამდიდრების ტექნოლოგიას, პროტეინიან-ვიტამინიანი საკვების შენახვისა და საკვები ბაზის გაფართოება-გაუმჯობესების საკითებს. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1957). ქართველ ზოოტექნიკოსთა შორის პირველი გამოგონების ავტორი (1949), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზოოტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.178; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 4 .-თბ.,1979.-გვ.210

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: