Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პოლიევქტო კვიცარიძე![]()
Biographyსაშუალო განათლების მიღების შემდეგ შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრება ვერ მოახერხა სხვადასხვა მიზეზის გამო. დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ქუთაისში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1902 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამსახურს. მთელ საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. მას კარგად იცნობდნენ, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნეს და საზოგადო მოღვაწეს. როგორც მკვლევარსა და ლიტერატორს, ბევრი წერილი აქვს მოთავსებული "დროებაში", "იმედში", ჟურნალ "ივერიაში", "თეატრში", "ნობათსა" და სხვ. წერდა ლექსებს. დიდი შრომა მიუძღვის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში. მისი ინიციატივით და ხელისშეწყობით ქუთაისში დაარსდა საზოგადოება "წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობა“. იგი ამ საზოგადოების სარედაქციო კომისიის მუდმივი წევრი იყო. დიდი როლი შეასრულა ხალხში წიგნების გავრცელების საქმეში. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.667 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |