The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა კლდიაშვილი

საბა კლდიაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1873
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1905  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანი, ქუთაისი
კატეგორია:მეცნიერი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1899 წელს.

რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; გააკეთა მრავალი, უმეტესწილად ძნელი ორგანული სინთეზი და დაამზადა სხვადასხვა ორგანული პრეპარატი; 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ორგანული სინთეზის შესახებ; მუშაობა დაიწყო ოდესის უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკულ დაოსტატებას; ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მისი გამოკვლევები. ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში - "მოკლე მინერალური ქიმია". ამ სახელმძღვანელოთი მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს. სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ქიმიის კურსს, რომელშიც გაშუქებულია კლასიკური ქიმიის მეცნიერული საფუძვლები და მოცემულია ქიმიური ექსპერიმენტების მეთოდიკა. ქართველი თეატრალური მოღვაწისა და მსახიობის ეფროსინე კლდიაშვილის შვილი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში, იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 80

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქ. ნოვოროსიის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1901-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: