The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ჭყონია

ლამარა ჭყონია
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2024  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.

1956–1960წწ. და 1968 წლიდან  ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, 1960–1968წწ. კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესრულებული აქვს: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისათვის, 1967), ვიოლეტა(ვერდის "ტრავიატა"); ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც; 1987–1991წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; არის გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიის და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსიი II პრემიის (1967) ლაურეატი. ლირიულ–კოლორატურული სოპრანო.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი
  • 2011 - თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი
  • 1976 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: