Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნადეჟდა ხარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1936–1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის (ლირიულ–კოლორატურული სოპრანო) და სამსახიობო ნიჭის წყალობით მან შექმნა არაერთი ვოკალურ–სცენური სახე კლასიკურ ოპერებში, აგრეთვე ოპერეტებში; განსაკურრებით აღსანიშნვია: მარო. მარიხი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), თინათინი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ცირა (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), იოლანტა(პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"), ვიოლეტა (ჯ. ვერდის "ტრავიატა"), მიუზეტა (ჯ. პუჩინის "ბოჰემა"), მარგარიტა (ჯ. მეიერბერის "ჰუგენოტები"), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის "პერიკოლა"); 1960 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1976 წლიდან პროფესორი; გადაღებულია მხატვრულ ფილმში "აურზაური სალხინეთში" (1975); იგი ქართული საოპერო სცენის ოსტატთა მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თავისი თაობის მომღერლებთან - ნადეჟდა ცომაიასთან, პეტრე ამირანაშვილთან, მერი ნაკაშიძესთან, ნიკო ქუმსიაშვილთან, დავით ანდღულაძესა და დავით გამრეკელთან ერთად ქართულ ვოკალური ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 332; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.436; ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო = Partskhnali - inheritance of leading figures / იზა ვეფხვაძე.-თბ.,2016 .-გვ.122-126 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |