The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ხატიაშვილი

გივი ხატიაშვილი
Date of birth:3 January, 1927
Date of death:21 December, 2005  (at 78 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (ვიოლინოს კლასი. პროფ. ლ. შიუკაშვილი) მე-2 კურსიდან გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფ. ი. რაბინოვიჩის კლასი), რომელიც 1948 წელს დაამთავრა.

1944–1967 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც 1946 წელს გადაკეთდა სახელმწიფო კვარტეტად; კვარტეტი დიდი წარმატებით გამოდიოდა სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სცენებზე; კვარტეტს მიღებული აქვს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის წოდება; საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად ხელოვანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ვიოლინოს ხაზით; 1951 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიის პედაგოგი, 1957 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, ხოლო, 1967 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიის დირექტორი; 1985 წლიდან პროფესორი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 332; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.415; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.4

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: