The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ მამამთავრიშვილი

Date of birth:10 April, 1953  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1978წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978–1980წწ. მიზნობრივი ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, საკავშირო კლინიკურ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, 1983 წელს დაამთავრა  ამავე ინსტიტუტში მიზნობრივი ასპირანტურა. 1984 წელს მუშაობდა თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გასტრო–ენტეროლოგიურ განყოფილებაში უფროს ლაბორანტად,  1994 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მივლინებული იყო საკავშირო–სამეცნიერო ქირურგიის ცენტრის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგიის განყოფილებაში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქირურგიის სპეციალობით სამედიცინო ინსტიტუტ – "მედიკოსში", სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას–პედიატრიის ინსტიტუტში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.181


Share: