Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1973–1959წწ. ასისტენტი, 1958–1963წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1982წწ. პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1982 წელს რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, დიპლომის შემდგომი განათლების სახ. სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 130–მდე სამეცნიერო ნაშრომისა. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საჭმლის მომნელებელი ორგანოების სარეგულაციო მექანიზმების შესწავლა, რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიის და პათოლოგიის მექანიზმების დადგენა", "ნაყოფიერების საკითხები ექსპერიმენტული დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰეპატიტების დროს", 1979; "საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურა", 1979; "ენდოკრინული სისტემის ფიზიოლოგია" (სახელმძღვანელო), 1991; ხელმძრვანელობდა დისერტანტებსა და ასპირანტებს. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. ფიზიოლოგი, პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ–ერთი ფუძემდებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კუჭის სეკრეციული ფუნქციის ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "რეპროდუქციული ფუნქციის ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის საკითხები", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.469; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ნინო მაისურაძე : სულთათანა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2018.-20 ივნისი. N 127 (8528).- გვ. 11 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |