შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ხუროძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს (კლარნეტისა და მუსიკის თეორიის განხრით). 1946–1948წწ. მუშაობდა სიმფონიურ ორკესტრში როგორც კლარნეტისტი; 1952–1954წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორ–ასისტენტი, 1959–1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1952–1959წწ. და 1978 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1954–1959წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევზიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1976 წლიდან იყო პროფესორი; მისი რეპერტუარი შეიცავდა მსოფლიო მუსიკალური კლასიკის მრავალ ნიმუშს; იგი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; ავტორია წიგნისა: "შ. მშველიძის "ზვიადაურის" საშემსრულებლო ექსპოზიცია (1978). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 335; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |