The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა მაკარიძე

მამუკა მაკარიძე
Legal name:მათე მაკარიძე
Date of birth:18 September, 1948  (75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972 – 1975წწ. - საქართველოს შ.ს.ს. ექიმი; 1975–1979წწ. - კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექიმი-ეპილეფტოლოგი; 1987–1992წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1987–1992წწ. - უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდანი - ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, 1997 წლიდან - ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიაბრტოლოგიის კლინიკის ნეიროენდოკრინულ-ვეგეტოლოგიური და ფსიქოსომატური მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი. 98 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. კვლევის თემა: ვეგეტოლოგიის კლინიკური, ნეიროფიზიოლოგიური საკითხები, პოსტტრამვული სტრესული დარღევების ასპექტები, ნეიროენდოკრინოლოგიის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია (პროფ. ს.ა. გრომოვთან, ექიმ ვ.ს. ინოზემცევასთან ერთად), "ცერებრული ვეგეტატიური პაროქსიზმები: ნეიროფიზიოლოგიური დასაბუთება, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", (მორდვეთის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქ. სარანსკი, 1992), "ვეგეტატიური შეტევები: კლინიკა, პათოგენეზი, მკურნალობა" ("მედეა", თბილისი, 1995). წლების განმავლობაში ნევროლოგიის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგიის სამსახურს. არის ფუნქციური ნევროლოგიის სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების შემქმნელი, აკად. ვ. ივერიელთან ერთად ნეიროვეგეტოიმუნოენდოკრინოლოგიის–ახალი მეცნიერების საფუძვლების ჩამყრელი. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციური ნევროლოგიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიაბეტოლოგიის კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიენცეფალური (ჰიპოთალამური) პაროქსიზმების ზოგიერთ ფორმათა გენეზისის კლინიკო-ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური შეტევები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.179; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.347; enmedic.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: