Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ მამულაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი 1889 წელს. 1898 წელს დანიშნული იქნა აზერბაიჯანის ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. ყოველ ზაფხულს არდადეგების დროს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. ლალიონმა ვერ აიტანა ნახიჩევანის ჰავა და დაავადდა, ამიტომ 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად, ხოლო 1900 წლიდან პედაგოგ ივანე გომელაურთან ერთად დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1903 წელს დახურეს. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის პირველი დაწყებითი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი / ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი: თამარ ათანელიშვილი, გიორგი ასტამაძე, მიხეილ ბახტაძე [და სხვ.] ; მთ. რედაქტორი დიმიტრი შველიძე.-თბ.,2018.-გვ.255; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.274 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |