Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მამუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1986–1988წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა №2 კათედრაზე; 1988–1991წწ. ასპირანტურის კურსი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში, 1991–1993წწ. იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1993–1997წწ. განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ულტრასონოგრაფიის სასწავლო–კვლევით ცენტრს. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის, ფიზიოთერაპიის, ულტრასონოგრაფიის საკითხებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რიტმის დარღვევათა მკურნალობა ანტიარითმიული პრეპარატების პროლონგირებული ელექტროფორებით გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი "მომავალი": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |