The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბელ მამარდაშვილი

აბელ მამარდაშვილი
Date of birth:11 December, 1929
Date of death:May, 2008  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1961წწ. - სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1961–1964წწ. - ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1964–1969წწ. - რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1969–1972წწ. - ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1979წწ. - ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1979–1996წწ. - რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1996 წლიდან - ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კლინიკის მთავარი ექიმი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეპილეფსიის, ნარკომანიის, შიზოფრენიის, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით" (1986). იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. 1975–1986წწ. იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი; 1982–1989წწ. რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1976). ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ეპილეფსიური ჭკუასუსტობის ფსიქოპათოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ალკოჰოლიზმის მიმდინარეობის დიფერენცირების კლინიკური, ფსიქოლოგიური და ლაბორატორიული დეტერმინანტები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.348; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357

Member of Organizations

  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ფსიქიატრთა და ნარკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1981-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1986 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Bibliography


Share: