შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო მარჯანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, დიდი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის ძმა. დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. 1901 წლიდან ფოთში დამკვიდრდა. სამი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა ჯერ ფოთის პორტის ზედამხედველად, შორეული ნაოსნობის კაპიტნად და მთავარ ლოცმანად. მის გარეშე დიდი წყალწვის ვერცერთი გემი ვერ შევიდოდა და ვერც გამოვიდოდა ქალაქის გემთსადგომიდან. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. 1918 წლიდან სათავეში ჩაუდგა ფოთის საბავშვო თეატრს და მას 16 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. დადგა სპექტაკლი "მხიარული თოჯინები“, ამ პიესის დადგმით საქართველოში საძირკველი ჩაეყარა პირველ საბავშვო თეატრს. 1921-1924წწ. საბავშვო თეატრმა განახორციელა ბევრი ახალი პიესის დადგმა. 1921 წელს ფოთის საბავშვო თეატრთან ასევე ჩამოაყალიბა ქართული დასი, მოიზიდა ახალგაზრდები და დასის ძალებით დაიდგა სპექტაკლები. მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო თეატრალური ხელოვნების პირველად დაარსება-დამკვიდრებაში. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/366-marjanishvili-vl
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |