Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინგა მამუჩიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს. 1991 წელს - კრწანისის რ-ნის მთავარი პედიატრი; 1991 წელს (3 თვე) – არაბეთის გაერთიანებული ემირატები – წითელი ჯვრის კლინიკა – ექიმი-პედიატრი; 1992-1995წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი და ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი-პედიატრი; 1996-2004წწ. – ამავე კათედრის ასისტენტი; 2004-2006წწ. – დოცენტი; 2004-2011წწ. – ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი; 2004-2011წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი, დიდი საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2011-2019წწ. – "სეუ" -ს პროფესორი და კლინიკა სეუ-ს ექიმი-პედიატრი; 2011-2015წწ. – მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი; 2015-2017წწ. – კლინიკა “Medical House”, ექიმი პედიატრი; 2017 წლიდან – “მზიურიმედი”, ექიმი- პედიატრი; 2019 წლიდან – კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალს”-ის პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში; 72 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2016 წელს მიენიჭა "წლის საუკეთესო პედიატრის" წოდება. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნეიროჰუმორული და ენერგოუზრუნველყოფის სისტემების ურთიერთკავშირის სტრესინდუცირებული დარღვევები მოზარდებში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.183; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349; vipmed.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.503 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |