Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო მამფორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964–1966წწ. იყო თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი; 1966–1971წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1984წწ. პულმონოლოგიური განყოფილების და კლინიკური ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან იყო საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ფსიქოსომატურ პრობლემებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის პათოგენეზის ზოგიერთი საკითხები ბავშვებში", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუთი კვების და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფსიქოსომატური ასპექტები ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.183; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |