Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მარდალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955–1956წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1956–1958წწ. იყო კურორტ შოვის №1 სანატორიუმის ორდინატორი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ასპირანტი, 1962 წელს ლაბორანტი, 1963–1971წწ. ასისტენტი. 1971 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, სადაც გაშუქებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობის საკითხები. პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა თბილისის პოლიკლინიკებსა და ზოგიერთ კურორტს. თერაპევტ–კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალტუბოს საკურორტო ფაქტორების გავლენა თირკმელების ზოგიერთ ფუნქციაზე ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.187 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |