The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ მარინაშვილი

თამაზ მარინაშვილი
Date of birth:24 August, 1933
Date of death:13 October, 2005  (at 72 years)
Burial location:დიღმის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1959–1963წწ. იყო თბილისის ბავშვთა მე-4 საავადმყოფო–პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1963–1972წწ. ექიმთა დახელოვნების თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1992წწ. თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი, 1992 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი; ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს. არის ავტორთა კოლექტივის წევრი მონოგრაფიებისა: "ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში" (1983), "ბავშვთა დაავადებები" (1995); მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 92 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი; 1962 წელს პირველად საქართველოში, პროფ. იოსებ კვაჭაძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმიდან გამოყო პარაზიტი "ტოქსოპლაზმა გონდი"; 46 წლის განმავლობაში ეწეოდა საკონსულტაციო და საშეფო მუშაობას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ხევსურეთი, სვანეთი, აჭარა, და გურიის მთიანეთი); ხელმძღვანელობდა სამედიცინო დესანტის ჯგუფს ქ. ზარბრადში (უზბეკეთი), აქტიურ მონაწილეობას იღებდა მზრუნველობას მოკლებული, მრავალშვილიანი ოჯახების, დევნილ და იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა სამედიცინო დახმარებაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკურ–იმუნოლოგიური პოლიმორფიზმი და ზოგიერთი გენეტიკური მარკერი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.187; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.569-570

Member of Organizations

  • თსსუ-ის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრა, სასწავლო ნაწილი
  • თსსუ-ის პედიატრიული პროფილის კათედრების ციკლობრივი მეთოდკომისია, წევრი
  • ჟურნალ "სოციალური და ეკოლოგიური პედიატრიის" სარედაქციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი (1972-)

Share: