The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კატო მიქელაძე

კატო მიქელაძე
Legal name:ეკატერინე მიქელაძე
Other name:  (Pseudonym)
Date of birth:18 September, 1878
Date of death:1942  (at 63 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი 1900 წელს და ცხინვალში წავიდა სამუშაოდ, სადაც დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე, დადგა უფასო წარმოდგენები. ცხინვალში ყოფნის დროს დაუახლოვდა მესამე დასელებს, დაიწყო არალეგალურ წრეში მუშაობა. გაზეთ "ბრძოლას" უგზავნიდა თავის რევოლუციურ ლექსებს და "ხ"-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა მათ. "ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების" რეკომენდაციით მოსკოვში გააგზავნეს სასწავლებლად ახალგახსნილ პედაგოგიურ კურსებზე, მაგრამ მალე საზღვარგარეთ წავიდა და განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა". 1918-1919წწ. გუდაუთაში, 1920 წელს - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ყოფნა. ფიზიკური გადარჩენის მიზნით, რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა ბელადს. 1930 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1940 წლიდან ფრანგულიენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.277-278; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135


Share: