The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ მჭედლიძე

სიმონ მჭედლიძე
Date of birth:1856
Date of death:1 September, 1924  (at 68 years)
Category:Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წელს გადავიდა ქუთაისში, სადაც გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1894 წლის 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის 23 მაისს - მღვდლად. 1902 წლიდან იგი სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია წინამძღვრად; 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად; 1902 წელს - იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად; 1905 წლიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და, ამავე დროს, დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე  პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე; იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა "შინაური საქმეები" (1908-1916წწ.); დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა "განთიადი" (1913-1915წწ.). თავის თანამდგომელებთან ერთად დააარსა სტამბა იმერეთის "სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა", რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა. იგი მიტროპოლიტ ნაზარისთან(ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ბოლშევიკებმა დახვრიტეს ქუთაისში 1924 წლის 1 სექტემბერს. მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 1995 წლის 19 სექტემბერს წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: nateba.websail.net


Share: