The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერეკლე ჯაბადარი

ერეკლე ჯაბადარი
Other name:ირაკლი ჯაბადარი
Date of birth:17 October, 1891
Date of death:18 August, 1937  (at 45 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1902 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის კონსერვატორიაში, ხოლო სამი წლის შემდეგ ვენის კონსერვატორიაში.

ვენაში იღრმავებდა თეორიულ ცოდნას და სრულჰყოფდა საშემსრულებლო ხელოვნებას; საბოლოოდ იგი დამკვიდრდა საფრანგეთში; 1907 წელს ლოზანაში (შვეიცარია) გამოიცა მისი რომანსების პირველი კრებული "სიჭაბუკე" (ქართული პოეტური ტექსტებით); მისი ვოკალური ციკლიდან აღსანიშნავია "სულო ბოროტო", "მერანი", "ქართული ლეგენდა", "თბილისური", "რიჰარდ ჰოიბერგერის ხსოვნას", "რანინა-რანუნი", "განცდილი წუთები"; აღიარება მოიპოვა "ქართულმა რაფსოდიამ" ფორტეპინოსა და ორკესტრისათვის (1913), რომელიც ამ ჟანრის პირველი ნიმუშია ქართულ მუსიკაში, შესრულდა იმავე წელს ვენაში (1921, ალ. ყაზბეგის მოთხრობა "ელეონორას" მიხედვით); საფორტეპიანო და სავიოლონჩელო კონცერტები, ვარიაციები ვიოლონჩელოსათვის, სიმფონიური სურათები "გველის პერანგი" და "ინდაურები", მონოლოგი ტენორისა და ორკესტრისათვის "სულო ბოროტო" (ნ. ბარათაშვილის ლექსზე); მასვე ეკუთვნის 3 მოქმედებიანი ოპერა "გულნარა" (ალ. ყაზბეგის მიხედვით); ოპერის ლიბრეტო დაწერა თავად კომპოზიტორმა და მისმა მეუღლემ, უნგრელმა მანდილოსანმა მარგარიტ ბარვზმამ; მასვე ეკუთვნის უნგრულ თემაზე დაუმთავრებელი ოპერა "ბაბე"; მისი ნაწარმოებები საქართველოში ცნობილი გახდა XX საუკუნის 40–იანი წლების ბოლოს. გარდაიცვალა ქ. ნიცაში (საფრანგეთი),  გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ იგი გადმოასვენეს და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვეწეთა დიდუბის პანთეონში. ქართველი საზოგადო მოღვაწის, რედაქტორ-გამომცემელის ალექსანდრე ჯაბადარის შვილი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 336; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.420; კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი / ამირან ცამციშვილი // საბჭოთა ხელოვნება. - თბილისი, 1963. - N8. - გვ.49-57; ვინ აღიარა ერეკლე ჯაბადარი ვირტუოზ შემსრულებლად და როგორ გააცნო მან ქართველ კომპოზიტორთა სკოლა ევროპას / ქეთი მოდებაძე // თბილისელები.-თბილისი,2008.-N31


Share: