შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ნაზარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია 1878 წელს. გიმნაზიის დამთავრების შედგე დაიწყო მუშაობა წმინდა ნინოს სასწავლებელში, ქათული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად; ბულგარეთში გაგზავნეს დუნაის მოქმედი არმიის ექიმად; 1880 წლიდან იგი ქუთაისში მოღვაწეობდა სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად. 1892 წელს ქუთაისში ღარიბთათვის დააარსა უფასო ამბულატორია, რომელსაც 25 წელი განაგებდა. 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღნდეგო სამკურნალო წამალი და მას "ნაზარიშვილის წვეთებს" ეძახდნენ. 22 წლის განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ქუთაისის თეატრის ექიმად. აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო კვლევას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის წყალტუბოს მინერალური წყლების შესწავლასა და გამოყენებაში. 1917 წელს ცალკე წიგნად გამოიცა დიმიტრი ნაზარიშვილის ნაშრომი — "წყალტუბოს მინერალური წყლები და მათი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა". ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე აგრეთვე დიდ მუშაობას ეწეოდა მალარიასთან ბრძოლის ორგანიზაციის საკითხებში. მას ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. აქტიურად იბრძოდა საქართველოსათვის ავტონომიისა და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით. მისი პირადი არქივები ქუთისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჭლექიანთა გაძლიერებული კვება". წყარო: განმანათლებლობა საქართველოში-იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი: mwvanekvavila.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |