The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ივერი

თამარ ივერი
Legal name:თამარ ჯავახიშვილი
Date of birth:8 September, 1971  (52 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1996 წელს.

1995–2000წწ. ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი (ლირიული სოპრანო); მისი დებიუტი შედგა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მარეხის პარტიით (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); 2000 წელს იყო ბონის (გერმანია), 2001 წლიდან გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი; 2001 წლიდან კონტრაქტით მუშაობს აგრეთვე ვენეციის თეატრ "ლა ფენიჩეში"; შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ელისაბედი, დეზდემონა, ლუკრეცია, ლეონორა, ლუიზა მილერი (ჯ. ვერდის "დონ კარლოსი", "ოტელო", "ორი ფოსკარი", "ტრუბადური", "ლუიზა მილერი"), ტატიანა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), მიმი, ლიუ, ანჟელიკა, ტოსკა (ჯ. პუჩინის "ბოჰემა", "ტურანდოტი", მოწყალების და ანჯელიკა", "ტოსკა"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), დონა ანა, ელექტრა, ვიტელია, (მოცარტის "დონ ჯოვანი", "იდომენეოსი", "ტიტეს გულმოწყალება"); გამოდის მსოფლიო საოპერო  თეატრების სცენებზე: "ბერლინის ოპერა", ვენის "შტაატსოპერა", ინგლისის "კოვენტ გარდენი"; 2004 წელს შედგა მისი დებიუტი მეტროპოლიტენ ოპერაში (აშშ, მოცარტის "დონ ჯოვანი"); 2006–2008წწ. სეზონებში მისი დებიუტი შედგა აგრეთვე ჰიუსტონის დიდ საოპერო სცენაზე (შ. გუნოს "ფაუსტი"), არენა დი ვერონაში (იტალია, ჯ. პუჩინის "ბოჰემა"); შემდგომ წლებში, ვენის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა მრავალი პარტია; თანამშრომლობს დირიჟორებთან: ლორინ მააზელი, სერ კოლინ დევისი, დანიელ ბარენბოიმი, რიკარდო მუტი, ჯეიმს ლივაინი, ანტონიო პაპანო, დანიელ ორენი, ფაბიო ლუისი; 2014 წელს დააარსა ფონდი "უსაფრთხო საზოგადოება", რომელმაც პირველი საქველმოქმედო კონცერტი გამართა 2014 წლის დეკემბერში. არის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული: საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმების" II პრემია (1998, ბუსეტო, იტალია); მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ზალცბურგი) "გრან პრი", I პრემია (1999), ჰელპმანის პრესტიჟული პრემია (ავსტრალია), "შტაატსოპერა" ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო (ვენა), ტატიანას როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ქართველი სოპრანო.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 336; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 591

Awards and Honors

  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

Share: