The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნათაძე

ალექსანდრე ნათაძე
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1916  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალევი, დუშეთის მაზრა.

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1882 წელს.

რამდენიმე ხანს სოფლად მუშაობდა მასწავლებლად; 1884-1904წწ. ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1905 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად; 1905 წლის რევოლუციის დროს სახალხო მოძრაობაში მონაწილეობისათვის სკოლიდან დაითხოვეს და ერთი პერიოდი უმუშევარი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო ნუხის სამოქალაქო სასწავლებელში მოწყობა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ასწავლიდა. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, აგრეთვე საბავშვო ჟურნალებში "ჯეჯილსა“ და "ნაკადულში" აქვეყნებდა პედაგოგიური ხასიათის წერილებს.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/143-natadze-al

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1899-)

ბიბლიოგრაფია

  • ბავშვის მოვლა : პედაგოგიური წერილები (ავტორი). - თბილისი, ბაქოს ამხ. "კალამი"-ს გამოცემა N1, 1906. - 95გვ.

გააზიარე: