The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთო ჯაფარიძე

ქეთო ჯაფარიძე
Legal name:ქეთევან ჯაფარიძე
Date of birth:11 February, 1901
Date of death:20 September, 1968  (at 67 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ახლანდელი ხაშურის რაიონი.

სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1919–1921წწ.

1927 წელს გაემგზავრა გერმანიაში, 1930 წელს კი დაბრუნდა სამშობლოში; 1931 წელს თბილისში შედგა მომღერლის დებიუტი(საესტრადო მომღერალი); 1937 წლიდან იყო ლენინგრადის სახელმწიფო ესტრადის მსახიობი; 1942 წლიდან იყო საგასტროლო საკონცერტო გაერთიანების, ხოლო 1950–1957წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის ჩამოყალიბებაში; 1930–1950წწ. ერთ–ერთი პოპულარული საესტრადო მომღერალი იყო; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მომღერალმა სამამულო ომის პერიოდში, გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და სამხედრო ნაწილებში; ასრულებდა ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს, ქართველ კომპოზიტორთ ლირიკულ სიმღერებს. მიღებული აქვს მოსკოვის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის (1939) I პრემია. პოეტ იოსებ გრიშაშვილის მეუღლე.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 338 

Awards and Honors

  • 1956 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: