The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნათაძე

გიორგი ნათაძე
Date of birth:1870
Date of death:1946  (at 76 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1893 წელს.

სემინარიის დამთავრებისთანავე მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ ალში(გორის მაზრა), შემდეგ სოფელ სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და სოფელ პანკისში(თბილისის მაზრა). 1898 წელს დანიშნეს კავკავის ქართული სკოლის მასწავლებლად და ამავე სკოლასთან არსებული ქართული ეკლესიის მოძღვრად. იგი კავკავში(ვლადიკავკაზი) 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო მუშაობაში, პედაგოგიურ მუშაობას უთავსებდა რევოლუციურ მოღვაწეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კავკავში ყოფნის პერიოდში. იგი ქართული სკოლის, ქართული თეატრისა და საერთოდ, კავკაველი ქართველი მოსახლეობის უანგარო და ერთგულ სამსახურში ჩაება. მასთან ხშირად თავს იყრიდნენ კავკავში მყოფი ქართველი ინტელიგენტები. მისი თაოსნობით კავკავში შეიქმნა სცენისმოყვარულთა წრე, მართავდა საღამო-წარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. 1933 წელს თბილისში გადმოვიდა. ერთი პერიოდი მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ბოლოს - ლიტერატურის მუზეუმში მთავარ შემნახველად.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.76; განმანთლებლობა საქართველოშიnateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1917)

Share: