Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო თბილისის სასწრაფო დახმარების მე–2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1976წწ. N227559–ე სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1978–1991წწ. მოსკოვის, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ორგანოთა გადანერგვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "შეხორცებითი დაავადება, როგორც პათოლოგიის სახე"(მოსკოვი, 1986). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის ჟანგბადის ვალი ხელოვნური გულის მუშაობის და კარდიოქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეხორცებითი დაავადებებისადმი მიდრეკილების დიაგნოსტიკა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.189 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |