Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია მაჩაბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს. 1947 წელს მუშაობდა მოსკოვში, მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგად; 1948 წელს მოსკოვში რკინიგზის სამინისტროს გაერთიანებული პოლიკლინიკის ბიოქიმიკოსად; 1949–1955წწ. იყო თბილისის 26 კომისრის რაიონის სანეპიდსადგურის ექიმი–ბაქტერიოლოგი; 1955–1988წწ. ექიმი–ვირუსოლოგი, ვირუსოლოგიური ლაბორატორიის გამგე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის თანამშრომელი; 1988 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ვირუსოლოგი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა სადისერტაციო თემებისა და შრომების შესრულებას. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრისექიმი–ვირუსოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოფლუორესცენციის მეთოდის გამოყენება მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებათა ექსპრესდიაგნოსტიკის მიზნით", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.190 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |