შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის I სამედიცინო სასწავლებელი 1940 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1959წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრაზე; 1959 წლიდან იყო აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტისწ ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1940–1941წწ. ომის პერიოდში მუშაობდა სოფელ წერაქვის საფერშლო პუნქტის გამგედ; 1941–1942წწ. საქართველოს საზამთრო საძოვრებზე საავადმყოფოს ფერშლად, გამგედ; 1942–1945წწ. ყუბანის კაზაკთა მე–4 გვარდიული კორპუსის მე–9 დივიზიონის 34–ე პოლკის სამხედრო ფერშლად; საქართველოს რეგიონებში ჩატარებული აქვს 2000–ზე მეტი კონსულტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტის ათეროსკლეროზის კლინიკური დიაგნოსტიკის ზოგიერთი მეთოდის შედარებითი ღირებულება", დაიცვა 1951 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.190 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |