შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, აბდომინალური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სამედიცინო აკადემიის ასპირანტებს, ორდინატორებს. 2004 წელს იყო ქართულ–ამერიკული დერმატო–ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი. 2004–2006წწ. საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის უფროსი; 2004 წლიდან პ. შოთაძის სახელობის სამედრო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქოლედოქოლითიაზის დიგნოსტიკა", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის რეგენერაციის ქირურგიული სტიმულაცია მისი ქრონიკული დიფუზური დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.350; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 603 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |