The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინაიდა მაცაბერიძე

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1966–1984წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ დახმარებას საქართველოს კურორტების ბიოქიმიკოსებს. არის ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბგერისი სიხშირის ცვლადი მაგნიტური ველის ცხოველურ ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი ბიოქიმიური ასპექტის შესახებ", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიოქიმიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: