Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის კვაისის დასახლების საავადმყოფო–პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1967–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1972–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი–გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |