The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ მაჭავარიანი

Date of birth:10 October, 1924  (100 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1954წწ. იყო ქ. კოსტრომის მე–2 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1955–1957წწ. თბილისის ტრავმატოლოგია–ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1957–1967წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1972წწ. ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1979 წლიდან ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი შრომა. ხელმძღვანელობს სამეცნიერო განყოფილებას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკავშირო ყრილობებში, სიმპოზიუმებში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვივის ძვლების მოტეხილობების მკურნალობა", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.341

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის მ. ცხაკაიას სახ. ტრავმატოლოგ–ორთოპედიის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: