The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო აბაშიძე

ილიკო აბაშიძე
Legal name:ილია აბაშიძე
Other name:გურჯაანელი  (Pseudonym)
Date of birth:24 March, 1882
Date of death:1953  (at 70 years)
Category:Musician, Educator, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1917 წელს.

თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1904 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალურ სკოლა; სწავლა გააგრძელა მოსკოვის ფილარმონიულ სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგ ვ. ი. საფონოვთან(ფორტეპიანო), კ. ი. დავიდოვთან(ვიოლონჩელო), ე. მ. ბრაუდოსთან (მუსიკის ისტორია).

მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას თბილისსა და ქუთაისში; იყო ორგანიზატორი და ერთ–ერთი წევრი პირველი ქართული ტრიოსი (მ. ევთიშვილი – ფორტეპიანო, ვ. რელიგიონი – ვიოლინო და ი. აბაშიძე – ვიოლონჩელო); იყო ქუთაისში მ. ბალანჩივაძის მიერ დაარსებული მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და გამგე; დააარსა და იყო ლოტბარი მოსწავლეთა გუნდისა; ა. ყარაშვილის სიმებიანი კვარტეტისა და სხვა კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლების წევრი; ასრულებდა ქართულ და ევროპულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; აქტიურად მოღვაწეობდა XX საუკუნის 20–იან წლებამდე; აქვს მუსიკალური პუბლიკაციები; ვიოლონჩელისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 7; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.39; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.129 

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

Share: