The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან აბაშიძე

რუსუდან აბაშიძე
Date of birth:9 June, 1948  (76 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1965 წელს.

1965–1989წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1972–1973წწ. ქ. ბაღდადის(ერაყი) საბალეტო სკოლის პედაგოგ–რეპეტიტორი; 1976–1977წწ. ქ. სტარაია ზაგორას(ბულგარეთი) საბალეტო სტუდიის პედაგოგ–რეპეტიტორი; 1989–1991წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1991–1995წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის კლასიკური ცეკვის პედაგოგი; 1995–2000წწ. ბათუმის ქორეოგრაფიული სკოლის პედაგოგი; 2000–2004წწ. ბათუმის საბავშვო საბალეტო თეატრის ბალეტმაისტერი; თურქეთის ქალაქებში – დიაბაკირი, ტრაბზონი – ბალეტის პედაგოგ–რეპეტიტორი; შესრულებული აქვს: კეთილი ფერია(გრ. კილაძის "სინათლე"), ინდური ცეკვა(დ. თორაძის "გორდა"), კრეუსა(რ. გაბიჩვაძის "მედეა"), მირტა(ადანის "ჟიზელი"), მბრძანებელი, ქუჩის მოცეკვავე(მინკუსი "დონ კიხოტი"), ოდეტა–ოდილია, ავრორა(პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), კარმენი(ბიზეს "კარმენ–სიუიტა"), ნურიდა(ამიროვის "ათასერთი ღამე"), ბაკქი ქალი(გუნოს "ვალპურგის ღამე"), ემილია(პერსელი "მავრის პავანა"), სოლო(ბახის "ჩაკონა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 7

Awards and Honors

  • 1986 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: