The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული აბესაძე

ნანული აბესაძე
Date of birth:15 July, 1936  (89 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს (ინგლისური ენის ფაკულტეტი).

1960 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ტექნიკური უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრში; 1964–1970წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ "რეროს" წევრი; 1970–1974წწ. ანსამბლ "დიელოს" წევრი; 1974–1986წწ. საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერის ანსამბლ "თბილისის" წევრი; ანსამბლ "თბილისთან" ერთად გახდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი (1980); 1979-1986 წლებში იყო ანსამბლ "რუსთავის" წევრი, მათთან ერთდ საგასტროლოდ მოგზაურობდა ჰოლანდიაში, შვედეთში; მღეროდა დუეტში კოროშინაძესთან, ტრიოში ს. კოროშინაძესა და გ. ჭირაქაძესთან ერთად; გამართული აქვს სოლო კონცერტები გერმანიაში, საფრანგეთში, ასევე საგასტროლოდ მოგზაურობდა კანადაში, ინგლისში, ნიკარაგუაში, ისლანდიაში, ინდოეთში. რეპერტუარში აქვს: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რუსული რომანსები; მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში ("ბარვეს" ფესტივალი, გერმანია); საგასტროლოდ მოგზაურობდა სსრკ–ის ქალაქებში, საფრანგეთში; ესტრადის მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 9; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283

Awards and Honors

  • 2025 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე

Share: