The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა მგელაძე

მარინა მგელაძე
Date of birth:5 September, 1960  (64 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1990 წლიდან არის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიური დაავადებებისა და იმუნოლოგიის პრობლემებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სახელმწიფო უნივერსიტეტ "გაენათის" სამკურნალო–ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნური სტატუსი და ტაქტივინით იმუნოკორექცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიკური დაავადებების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.195; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.208

Member of Organizations

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1994 - ღირსების მედალი

Share: