შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ აბრამიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(საკომპოზიციო, საფორტეპიანო). 1943 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი"; 1951–1953წწ. მეცადინეობდა მოსკოვში სომხეთის სსრ კულტურის სახლის სტუდიაში, პედაგოგ გ. ი. ლიტინსკისთნ(კომპოზიცია), 1961 წლიდან იყო ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1979 წლიდან სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1980 წლიდან პროფესორი; დაწერილი აქვს: მუსიკალური კომედია "აგაფონი და მისი სიძეები"(1969, ერევანი), საორკესტრო – "პოემა სამშობლოს"(1950), საორკესტრო "ცეკვები"(1951), საფორტეპიანო კონცერტი(1950), კამერულ–ინსტრუმენტული, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, გუნდები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |