The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე ნათაძე

Date of birth:1851
Date of death:1890  (at 39 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ალევი,  დუშეთის მაზრა.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სხვა მოსწავლეებთან ერთად აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და რევოლუციური სულისკვეთების გამომჟღავნების გამო სემინარიიდან გამორიცხეს. 1874-1875წწ. მასწავლებლად მოეწყო სოფელ პატარძეულში; 1876 წლიდან მუშაობდა მეჯვრისხევის სკოლაში. სოფელ მეჯვრისხევის შემდეგ იგი რამდენიმე ხანს მასწავლებლობდა ხონის ორკლასიან სასწავლებელში. განსაკუთრებულია მისი ამაგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლაში ბათუმში, სადაც 1882 წელს დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იგი ქართველ მაჰმადიანებს, რომელთა აღზრდაც იმ დროს მთლიანად ფანატიკოსი ხოჯების ხელთ იყო და მოითხოვდა რომ მესხეთ-აჭარასა და საინგილოში სწავლის საქმე გაძლიერებულიყო. დროდადრო ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებსა და კორესპონდენციებს.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/145-natadze-mo


Share: