The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მახარაძე

თეიმურაზ მახარაძე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1980წწ. იყო ლანჩხუთის რაიონული პოლიკლინიკის ექიმი, 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის (ამჟამად შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის) ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომისა შინაგან დაავადებებსა და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში. კარდიოლოგი, თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გონადოტროპინების, პროლაქტინის, სასქესო სტეროიდების, იმუნორეაქტიული ინსულინის ზრდის ჰორმონის შემცველობა სისხლში მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ჯანმრთელებში, პოტენციური და ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.194


გააზიარე: