The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი მახარაძე

დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1960წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის, 1961–1968წწ. რუსთავის ქიმკომბინატის სამედიცინო ნაწილის, 1969–1975წწ. რუსთავის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი, 1976–1980წწ. ამავე სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგე. 1981 წლიდან მუშაობდა კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავტომატიზირებული სკრინინგის რთული პერინატალური პათოლოგიის გამოსავლინებლად ქიმიური მრეწველობის მუშა ქალებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.194


გააზიარე: