The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივლიტა ნაკაშიძე

ივლიტა ნაკაშიძე
Legal name:ივლიტა ასათიანი
Date of birth:1860
Date of death:1954  (at 94 years)
Category:Educator

Biography

პირველი ლეჩხუმელი ქალი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. იყო სკოლა "განათლების" საზოგადოებრივი საქმიანობის მოთავე, ამ სკოლის მასწავლებელი და ნამდვილი ბურჯი. სკოლა "განათლებამ" დიდი როლი ითამაშა სახალხო განათლების დარგში. თვრამეტი წლის ასაკში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქ. ხონში. არჩეული იყო "ახალი მკითხველის" სარედაქციო კოლეგიაში. რევოლუციის წლებში თავის მეუღესთან, ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან ერმილე ნაკაშიძესთან ერთად დროებით ოზურგეთში გადავიდა, ჩამოაყალიბა მუშათა კურსები და კითხულობდა ლექციებს. შემდეგ იგი თბილისში გადმოდის და ეროვნულ კულტურულ საზოგადოებრივ საქმიანობაში ებმება. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იწყებს საყმაწვილო ჟურნალ "ჯეჯილსა" და "ნაკადულში" მოღვაწეობას. ამ ჟურნალებში ხშირად იბეჭდებოდა მისი წერილები. ბეჭდავდა პედაგოგიური სახის წერილებს სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც. ბევრი ქართველი მწერალი მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბევრი კარგი ლიტერატურული საღამოს სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო. ათ წელზე მეტი მოღვაწეობდა სკოლა "განათლების" მასწავლებლად, ხოლო როცა ეს სკოლა სამასწავლებლო სემინარიად გადაკეთდა, მე-8 საშუალო სკოლაში გადავიდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. 

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/140-nakashidze


Share: