The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ადამაშვილი

ჯემალ ადამაშვილი
Date of birth:1 January, 1941  (84 years)
Category:Conductor, Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(საკომპოზიციო).

1960 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი პედაგოგ ვ. ბარამიძესთან(კლარნეტის კლასი) და ა. შავერზაშვილთან(საკომპოზიციო); 1959–1964წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის(შემდგომში "ერისიონი") პირველი მესალამურე იყო; 1964 წლიდან თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში მუსიკა–სიმღერის მასწავლებელი და გუნდის ხელმძღვანელი იყო; 1967–2000წწ. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის "ნატვრის თვალი", ჩოხოსანთა ფოლკლორული ანსამბლის "შავლეგო" ხელმძღვანელი იყო; "სიონის ტაძრის" მგალობელთა(17 წლის მანძილზე), "ქაშუეთის ტაძრის" რეგენტი; საქართველოს ტელევიზიაში "პირველ სტერეოზე" მიჰყავდა გადაცემა "ქართული გალობა"; მის სიმღერებს ასრულბდნენ: ანსამბლები – "ნატვრის თვალი", "მზიური", "ბასტი ბუბუ", "მერცხალი"; მისი მოწაფეები იყვნენ: რ. რცხილაძე, ნ. თუშიშვილი; დაწერილი აქვს: საფორტეპიანო კვინტეტი(1966), ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე(1968), კონცერტი საყვირისათვის(1970, პირველი შესრულება ბათუმში, 1977), სიმებიანი კვარტეტი(1986), სიმღერები, მათ შორის: "გამარჯობა, მამულო", "საოქტომბრო"; საბავშვო სიმღერების კრებული(4); მუსიკა თოჯინების თეატრისა(17) და დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: "რომელია მართალი?"(1970, ცხინვალი), "ტყუპები"(1978); მხატვრული კინოფილმებისათვის: "ნათელა"(განახლებული მუნჯი ფილმი 1978), "ნამდვილი კავკასიელე"(განახლებული მუნჯი ფილმი 1981), "ელისო"(განახლებული მუნჯი ფილმი 1984); დოკუმენტური ფილმი: "სვანეთის საგანძურები"(1991); გასტროლებით იმოგზაურა ანსამბლ "ნატვრის თვალთან" ერთად(სსრკ, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ინდოეთი, იუგოსლავია, იტალია, საფრანგეთი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, ნამდვილი წევრი
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2000 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია

Share: