შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ადამაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(საკომპოზიციო). 1960 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი პედაგოგ ვ. ბარამიძესთან(კლარნეტის კლასი) და ა. შავერზაშვილთან(საკომპოზიციო); 1959–1964წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის(შემდგომში "ერისიონი") პირველი მესალამურე იყო; 1964 წლიდან თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში მუსიკა–სიმღერის მასწავლებელი და გუნდის ხელმძღვანელი იყო; 1967–2000წწ. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის "ნატვრის თვალი", ჩოხოსანთა ფოლკლორული ანსამბლის "შავლეგო" ხელმძღვანელი იყო; "სიონის ტაძრის" მგალობელთა(17 წლის მანძილზე), "ქაშუეთის ტაძრის" რეგენტი; საქართველოს ტელევიზიაში "პირველ სტერეოზე" მიჰყავდა გადაცემა "ქართული გალობა"; მის სიმღერებს ასრულბდნენ: ანსამბლები – "ნატვრის თვალი", "მზიური", "ბასტი ბუბუ", "მერცხალი"; მისი მოწაფეები იყვნენ: რ. რცხილაძე, ნ. თუშიშვილი; დაწერილი აქვს: საფორტეპიანო კვინტეტი(1966), ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე(1968), კონცერტი საყვირისათვის(1970, პირველი შესრულება ბათუმში, 1977), სიმებიანი კვარტეტი(1986), სიმღერები, მათ შორის: "გამარჯობა, მამულო", "საოქტომბრო"; საბავშვო სიმღერების კრებული(4); მუსიკა თოჯინების თეატრისა(17) და დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: "რომელია მართალი?"(1970, ცხინვალი), "ტყუპები"(1978); მხატვრული კინოფილმებისათვის: "ნათელა"(განახლებული მუნჯი ფილმი 1978), "ნამდვილი კავკასიელე"(განახლებული მუნჯი ფილმი 1981), "ელისო"(განახლებული მუნჯი ფილმი 1984); დოკუმენტური ფილმი: "სვანეთის საგანძურები"(1991); გასტროლებით იმოგზაურა ანსამბლ "ნატვრის თვალთან" ერთად(სსრკ, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ინდოეთი, იუგოსლავია, იტალია, საფრანგეთი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |