შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნასიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი და იმავე ინსტიტუტში დატოვეს მასწავლებლად. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 16 წლის განმავლობაში. დაუსწრებლად დაამთავრა აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო ვექილად მუშაობის უფლება და ერთი პერიოდი ვექილად მუშაობდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა სიღნაღის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მასწავლებლად; მასწავლებლობდა წითელწყაროს საკოლმეურნეო სკოლაში და წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლებში. თანამშრომლობდა სიღნაღის გაზეთ "სინათლეში"; ერთ დროს მსახურობდა აგრეთვე სამაზრო სტატბიუროს გამგედ. მნიშვნელოვანი ამაგი მიუძღვის ქართულ პერიოდულ პრესაში პედაგოგიური ხასიათის პრობლემების დამუშავებაში. ავტორია რამდენიმე დამხმარე წიგნისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.294; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; განმანათლებლობა საქართვერლოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |